აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარის დელეგაციამ შეხვედრა ართვინის მერთან გამართა

16 ნოემბერი, 2017

აჭარის დელეგაციას ართვინის მერმა მეჰმედ კოჯატეპესმა უმასპინძლა. შეხვედრაზე, მეზობელ რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ასევე კულტურის, განათლებისა და გარემოს დაცვის სფეროებში უკვე არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მხარეებს შორის განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ტურიზმისა და ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე და ამ მხრივ, ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

დელეგაციის წევრებს მეზობელი რეგიონის ხელმძღვანელებმა ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურების მუშაობის სპეციფიკა,ართვინის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და უკვე განხორციელებული სამუშაოები გააცნეს.

ზურაბ პატარაძემ მეზობელი რეგიონის ხელმძღვანელებს თბილი და მეგობრული მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ კეთილმეზობლური თანამშრომლობის ტრადიციები მომავალშიც გაგრძელდება.

ვიზიტის ფარგლებში აჭარის დელეგაციას დღის მეორე ნახევარში ხოფის სავაჭრო-სამრეწველო პალატაშიც უმასპინძლებენ, რის შემდეგაც დელეგაცია რიზეში გაემგზავრება.


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები