აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

შეხვედრა ხოფის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში

17 ნოემბერი, 2017

ართვინის გუბერნიაში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან ხოფის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ესტუმრა. მეზობელი გუბერნიის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გამოვიდა. ართვინის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს ზურაბ პატარაძემ საქართველოში შექმნილ საინვესტიციო კლიმატისა და აჭარის რეგიონში მიმდინარე წარმატებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. "საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით, აჭარის რეგიონი მართლაც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა. აქ ყველა ის პირობაა შექმნილი,რომელიც საჭიროა ბიზნესის წარმოებისათვის: სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა, უსაფრთხოების მაღალი დონე, ბიზნესის კეთების სიმარტივე (მსოფლიოში მე-9 ადგილი), ეფექტური საჯარო სამსახურები, ლიბერალური კანონმდებლობა. ევროპასთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან და სხვა გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები საშუალებას იძლევა რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია საბაჟო მოსაკრებლების გარეშე გავიდეს 900 მილიონიან მომხმარებლიან ბაზარზე. ეს თავის მხრივ დიდ პოტენციალს უჩენს საქართველოს როგორც სავაჭრო ჰაბს" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ და იმედი გამოთქვა, რომ მეზობელ რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ეფექტური და ნაყოფიერი იქნება.

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები