აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

რიზეს გუბერნატორთან შეხვედრა

17 ნოემბერი, 2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში რიზეს გუბერნატორთან ერდოღან ბექთაშთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს შეეხო.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

თავის მხრივ, რიზეს გუბერნატორმა ერდოღან ბექთაშმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის.

აჭარის დელეგაცია რიზეში ასევე, ქალაქის მერს რეშათ ქასაფს და მერიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრებზე მეზობელ რეგიონებსა და ქალაქებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს. საუბარი სხვადასხვა მიმართულებით უკვე დაწყებულ და მიმდინარე პროექტებს შეეხო.

აჭარის დელეგაციის ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში 17 ნოემბერს ოფიციალური შეხვედრები ტრაპიზონის რეგიონის გუბერნატორთან და მერთან, ასევე, ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში და საქართველოს გენერალურ საკონსულოში არის დაგეგმილი.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები