აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

კონსტანტინე მეგრელიშვილი გაეროს ასამბლეის წევრებს შეხვდა

18 დეკემბერი, 2017

►გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის წევრები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეწვიენ. მათთან შეხვედრა მინისტრის მოადგილემ კონსტანტინე მეგრელიშვილმა გამართა. 
►საუბარი უწყების საქმიანობას, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, აჭარის ეკონომიკურ განვითარებას, საინვესტიციო პოტენციალს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო. 
►შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ასამბლეის წვერებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ინფორმაცია მიიღეს. 
►გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა 16 დეკემბერს ბათუმში გაიხსნა. პროექტში დელეგატის სტატუსით საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის ათასამდე მოსწავლე-ახალგაზრდაა ჩართული. 
►პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა დელეგატები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების თემატიკაზე სესიებს დაესწრებიან. ისინი ასევე აჭარის სამთავრობო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ ორგანიზაციებს ეწვევიან და მათი მუშაობის პრინციპებს გაეცნობიან.

კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები