აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბრიტანელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ საინტერესო ბლოგებსა და სტატიებს გამოაქვეყნებენ

19 დეკემბერი, 2017

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით აჭარას ბრიტანული მედიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. რეიტინგული გამომცემლობა ,,The Epoch Times’’-ის ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა აჭარაში იმოგზაურეს, მოინახულეს   კურორტი გოდერძი, გაეცნენ ქართულ ფოლკლორსა და სამზარეულოს, დაათვალიერეს ქალაქის ღირშესანიშნაობები და ბოტანიკური ბაღი. ბლოგერები თავიანთ შთაბეჭდილებებს  მკითხველებს 2018 წლის დასაწყისში გაუზიარებენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ბრიტანელ ჟურნალისტებს წელს მეორედ უმასპინძლა.  რეგიონს ივლისში ტელეკომპანია BBC-ის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. 2018 წლიდან, დეპარტამენტი  დიდი ბრიტანეთში სარეკლამო კამპანიებს ოფიციალურად დაიწყებს.

ინტერესი აჭარისა და ზოგადად, საქართველოს მიმართ ბრიტანელების მხრიდან ძალიან დიდია, რასაც ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქმიანი შეხვედრებისა და ვიზიტორების რიცხვი, ასევე რეგიონში ბრიტანელ ვიზიტორთა ნაკადის 13%-იანი ზრდა ადასტურებს. ტელეკომპანია BBC-ის ეთერით წელს განხორციელებული სატელევიზიო რეკლამა კი წინაპირობაა, რომ  პოტენციურმა ტურისტებმა აჭარისა და ზოგადად საქართველოს შესახებ დადებითი წარმოდგენა შეიქმნან, რასაც 2018 წლიდან ბრიტანეთში აქტიური პიარ და სარეკლამო აქტივობები  დაემატება“ განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა  რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით ჯამში, 42 მედია და ინფოტურს უნასპინძლა, რომლის ფარგლებშიც აჭარას 500-მდე ტურისტული ბიზნესის წარმომადგენელი და ჟურნალისტი გაეცნო.


კალენდარი

<<
<აპრილი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132627282930311
142345678
159101112131415
1616171819202122
1723242526272829
1830123456

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები