აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებლად 500 ადამიანი გადამზადდა

21 დეკემბერი, 2017

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა რეგიონში სერვისების გაუმჯობესების მიზნით წელს, სექტორში ჩართული 500 მოქალაქე გადაამზადა. ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში  ტურიზმის დარგში დასაქმებულ კადრებს  ტრენინგები მთელი წლის განმავლობაში როგორც ბათუმში,  ასევე მთიან აჭარაში უტარდებოდათ.

“მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით ტრენინგები და მასტერკლასები რამდენიმე მიმართულებით ჩავატარეთ. წელს, პირველად აქტიურ სატრენინგო პროგრამაში ჩავრთეთ მთიან აჭარაში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების მეპატრონეები. ჯამში, ყველა მუნიციპალიტეტში, 232 ადამიანს მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები რამდენიმე მნიშვნელოვანი თემის ირგვლივ ჩავუტარეთ. ესენია, როგორც  სტუმართმასპინძლობის ზოგადი პრინციპები, ტურისტის უსაფრთხოება, მასტერკალასებისა და ექსკურსიების ორგანიზება, ტურისტული პროდუქტების და შეთავაზების დამუშავება. ასევე, მომსახურების ძირითადი წესები და სტანდარტები, ტურისტების ტიპები და მახასიათებლები, ონლაინ მომსახურება, კონფლიქტური სიტუაციების მართვა. სერვისის ამაღლება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და 2018 წელს ამ მიმართულებით ვაპირებთ უფრო მასშტაბური ღონისძიებების გატარებას,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

2017 წელს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გიდების გადამზადების საკითხს. ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში გიდები მაღალმთიანი აჭარის მარშრუტების და დაცული ტერიტორიების, ასევე ბათუმის გიდის მიმართულებებით გადამზადნენ.

60 დამწყები და მოქმედი გიდი ინტენსიურ ტრენინგებს 4 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით ორი თვის განმავლობაში გადიოდა.  თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები აჭარის ისტორიის, ეთნოგრაფიის, ექსკურსიათმცოდნეობისა და ჯგუფის ფსიქოლოგიის თეორიულ სწავლებას, ასევე, ტურისტულ მარშრუტებზე პრაქტიკულ საველე გასვლებს, იქ არსებული ღირსშესანიშნაობებისა და ძირითადი სერვისების გაცნობას ითვალისწინებდა. მსგავსი მასშტაბის ტრენინგ-კურსები გიდებისთვის წელს პირველად ჩატარდა. ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გამოიცა პრაქტიკული სახელმძღვანელი გიდებისთვის.

მასტერკლასები და ტრენინგები ჩაუტარდა ბათუმში არსებული განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული სააგენტოებისა და საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების მოქმედ  თანაშრომლებსაც. 

ტრენინგ-კონსულტაციები ძირითადათ მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა მომსახურების სტანდარტები, სურსათის უვნებლობა, დასუფთავება, პიარი და რეკლამა, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები. 2018 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტრენინგებისას განსაკუთრებულ ყურადღებას ტურისტულ ობიექტებში უსაფრთხოების ძირითად სტანდარტებს დაუთმობს. 


კალენდარი

<<
<აპრილი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132627282930311
142345678
159101112131415
1616171819202122
1723242526272829
1830123456

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები