აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

როგორი პროგრამით ხვდება ბათუმი ახალ წელს?!

22 დეკემბერი, 2017

ბათუმი ახალი წლისთვის ემზადება. საახალწლო კონცერტები ევროპის მოედანზე 25 დეკემბერს ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებით დაიწყება. ერთი კვირის განმავლობაში საახალწლო დეკორაციებით მორთულ ევროპის მოედანზე სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი მუსიკალური ბენდებისა და შემსრულებლების კონცერტებს დაესწრონ. მათ შორის იქნებიან ჯგუფები GroovephonicsSaund Lab, Sea Side, Strowberry  filds, Fourth Season, ასეა სულ, ლურჯი იალქანი, Black sea, Scool Band და Geoplanet. 29 დეკემბერს, მაყურებლის წინაშე უკვე ნიაზ დიასამიძე და 33, 2 იანვარს კი ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ წარსდგება.

საახალწლო ღონისძიებები საინტერესო იქნება პატარებისთვისაც. მათთვის ევროპის მოედანზე საცირკო და საახალწლო-თეატრალური წარმოდგენები, ცეცხლოვანი შოუები, საბავშვო-გასართობი ღონისძიებები და აკრობატი სანტების შოუ გაიმართება.

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ევროპის მოედანი ასევე უმაპისნძლებს ღვინისა და ყველის ფესტივალს, სადაც აჭარაში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

31 დეკემბერს, 23:00 საათზე დაიწყება გალა კონცერტი, სადაც პოპულარული ბათუმელი შემსრულებლები იმღერებენ. საახალწლო ღონისძიებები ბათუმში ოცდახუთი დეკემბრიდან ორ იანვრამდე გაგრძელდება. 


კალენდარი

<<
<ივლისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
262526272829301
272345678
289101112131415
2916171819202122
3023242526272829
31303112345

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები