აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

კურორტ გომარდულის პერსონალს ტრენინგი უტარდება

24 დეკემბერი, 2017

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გასაუმჯობესებლად ტრენინგებს აგრძელებს. ამჯერად, დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ტრენინგს კურორტ გომარდულის საოჯახო სასტუმრო სახლებისა და კოტეჯების წარმომადგენლებს უტარებს. თეორიულ-პრაქტიკული სწავლებისას მონაწილეები საოჯახო-სასტუმრო სახლების ზოგად სტანდარტებს, კვებასთან დაკავშირებულ მომსახურების ნორმებს, ჰიგიენის ძირითად წესებსა და სტუმართმასპინძლობის ზოგად პრინციპებს ეცნობიან.

მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ბათუმსა და მთიან აჭარაში ჯამში 500 ადამიანი გადაამზადა. 2018 წლისთვის, უწყება ტრენინგების პროგრამისა და მასშტაბების გაფართოებას გეგმავს.


კალენდარი

<<
<იანვარი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
011234567
02891011121314
0315161718192021
0422232425262728
052930311234
06567891011

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები