აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ტურისტული-საინფორმაციო ცენტრები ტურისტებს აჭარაში მოგზაურობას უმარტივებენ

25 დეკემბერი, 2017

2017 წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული-საინფორმაციო ცენტრები  84 019 უცხოელ ვიზიტორს მოემსახურა. წლის განმავლობაში რეგიონში მდებარე 9 ცენტრში უცხოელ ვიზიტორებს რეგიონის ტურისტული პროდუქტების, ღირსშესანიშნაობებისა და ობიექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეეძლოთ.

 „ჩვენი ტურისტული-საინფორმაციო ცენტრები გამორჩეულია თავისი სერვისებით.  ჩვენთან ტურისტს შეუძლია მიიღოს ყველა ტიპის ინფორმაცია რაც ტურიზმს, რეგიონში დასვენებასა და მოგზაურობას უკავშირდება. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ტურისტული ობიექტები, ღირსშესანიშნაობები, მარშრუტები თუ ტრანსპორტის საშუალებები. ჩვენ აქტიურ ტურისტულ სეზონზე 24 საათის განმავლობაში და ზოგადად, მუდმივად ვცდილობთ ტურისტებს გავუმარტივოთ რეგიონში მოგზაურობა და რაც მთავარია, შევაყვაროთ მათ ჩვენი რეგიონი. ამისთვის მუდმივად ხდება ინფორმაციების განახლება და თანამშრომლების გადამზადება, რაც საბოლოო ჯამში მაღალ სერვისსა და  კმაყოფილ ტურისტებში აისახება“ აცხადებს საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების ხელმძღვანელი მაია მიქაშავიძე.

აჭარაში ტურისტული-საინფორმაციო ცენტრები განთავსებულია ხუთივე მუნიციპალიტეტში და ბათუმში. ქალაქში ის ტურისტებს საბაგიროსთან, ბულვარში, ბათუმი ცენტრალში, აეროპორტსა და სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ემსახურება.


კალენდარი

<<
<იანვარი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
011234567
02891011121314
0315161718192021
0422232425262728
052930311234
06567891011

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები