აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის პოპულარიზაცია დიდ ბრიტანეთში დაიწყება

23 დეკემბერი, 2017

2018 წელს, აჭარის რეკლამირება დიდბრიტანეთში დაიწყება. შემდეგი წლისთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას 16 სამიზნე ქვეყანაში განახორციელებს. მათ შორის ისეთ ევროპულ ქვეყნებში როგორებიცაა გერმანია, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი. 2018 წლისთვის, ბიუჯეტიდან ქვეყნის გარეთ რეგიონის პოპულარიზაციისთვის 5 830 000 ლარი დაიხარჯება.

„მიმდინარე წელს აჭარის რეკლამირება აქტიურად განხორციელდა, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, მის ფარგლებს გარეთ. პრეს და ინფოტურების, საბორტო ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნების, ონლაინ რეკლამისა და სხვა მარკეტინგული აქტივობების გარდა, რეგიონის რეკლამირება რეიტინგული მედიასაშუალებების ეთერით მიმდინარეობდა. Euronews-ზე,  BBC-ზე CNN-ზე აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლების გასვლის შემდეგ საქართველო, კერძოდ კი აჭარა 158-ზე მეტ ქვეყანაში გაიცნეს.  სწორედ ამ მიზნით დავამზადეთ წელს 4 ულამაზესი, საიმიჯო ვიდეორგოლი, რომლებშიც რეგიონის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტები, ქართული სტუმართმოყვარეობა და ტურისტული რესურსებია წარმოდგენილი. გარდა ამისა, წელს, სამიზნე ქვეყნებიდან 42-მდე პრეს და ინფოტურს ვუმაპისნძლეთ, რომლის ფარგლებშიც რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და მედიასაშუალებების 500-მდე წარმომადგენელი გაეცნო. შედეგად, საერთაშორისო მედიაში აჭარის შესახებ 150-მდე სტატია, რეპორტაჟი და ტელეგადაცემა გავრცელდა,” განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების  დეპარტამენტის -----------------

წელს, აჭარის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო სტატიები გამოქვეყნდა საერთაშორისო ავიაკომპანიების საბორტო ჟურნალებშიც. ვიზეარის, აეროფლოტის, ეარ არაბიას, ეარ ასტანას, თურქეთის ავიახაზების, ასევე  ურალის, ყატარის, აზერბაიჯანისა და უკრაინის ავიახაზების მგზავრები რეგიონის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანებში გაეცნო.

გარდა ამისა, აჭარა წარმოდგენილი იყო საერთაშორისო მასშტაბის 24 ტურისტულ გამოფენაზე. მათ შორის ფრანქფურტის, ბერლინის, ლონდონის, ბარსელონას, ვილნიუსის, ტალინის, თელავივის, კიევის, ტოკოიოს, ვარშავის, ბაქოსა და ყაზახეთის ტურისტულ გამოფენებზე, რამაც გარდა რეგიონის პოპულარიზაციისა ხელი შეუწყო ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარებას.

აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაობების ამსახველი ბილბორდები, ლაითბოქსები და მონიტორები, რომლებზეც საიმიჯო ვიდეოკლიპები გადიოდა სამიზნე ქვეყნების 31 მთავარ ქალაქში იყო განთავსებული. ამას ემატებოდა, აქტიური ინტერნეტ რეკლამა 14 სამიზნე ქვეყანაში. პოტენციური ტურისტებისთვის აჭარის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების მიზნით წელსვე მომზადდა ოფიციალური ტურისტული პორტალის ქვეგვერდი, რომელზეც ტურისტებისთვის ინფორმაცია 15 ენაზეა ხელმისაწვდომი. 


კალენდარი

<<
<აპრილი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132627282930311
142345678
159101112131415
1616171819202122
1723242526272829
1830123456

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები