აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ თამარ კაიკაციშვილი დაინიშნა

09 იანვარი, 2018

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ თამარ კაიკაციშვილი დაინიშნა. კაიკაციშვილი 2014 წლიდან დღემდე დეპარტამენტში სერვისების განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მას ტურიზმის სფეროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. დღეიდან, თამარ კაიკაციშვილი ტურიზმის დეპარტამენტში რეკლამის, სტატისტიკის, სერვისის განვითარებისა და  ონლაინ პროექტების განყოფილებებს გაუწევს კოორდინაციას. თამარ კაიკაციშვილი არის ლექტორი და ტურიზმის სფეროში ეწევა სამეცნიერო საქმიანობას. 

„თამარ კაიკაციშვილი არის პროფესიონალი, რომელსაც ტურიზმის სფეროში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება გააჩნია. დეპარტამენტში სერვისების განვითარების განყოფილების უფროსად მუშაობისას ის არაერთ წარმატებულ პროექტს ხელმძღვანელობდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტი „ტურიზმის განვითარების სკოლა“, რომელიც 2017 წლის თებერვალში დავიწყეთ და სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადებას და სერვისის ამაღლებას ისახავს მიზნად. დღეიდან, ის  სერვისის განვითარებასთან ერთად სხვა ძალიან საპასუხისმგებლო განყოფილებების მუშაობას  გაუწევს კოორდინირებას. დარწმუნებული ვარ წარმატებული იქნება ახალ პოზიციაზე მისი საქმიანობა რაც თავისმხრივ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტების ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს,“ განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები