აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაიწყო

21 იანვარი, 2018

#ბათუმისსტადიონი #სპორტი #ინფრასტრუქტურა#ჯანსაღიცხოვრება #ეკონომიკა

►საერთაშორისო სტანდარტების ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაიწყო.
►სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.
►ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 34 თვეში, 2020 წლის სექტემბერში დასრულდება. მშენებლობის პროცესში 500 ადამიანი დასაქმდება.
►ოფიციალურ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, სხვა ოფიციალური პირები, სპორტსმენები და ფეხბურთის გულშემატკივრები ესწრებოდნენ. ცერემონიაზე შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა მთავრობის წარმომადგენლებმა ჩადეს.
►სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. 
►სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული. მაყურებელთა გადაადგილება დამცავი ბარიერებისა და მიმმართველი გამყოფი ლითონის მოაჯირების საშუალებით მოხდება. 
►იმის გათვალისწინებით თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით საქართველოს, აჭარის და ბათუმის დინამოს დროშის, ასევე საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება. 
►სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის,ავტობუსების, სპორტსმენების და VIP. 
►ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა
►სტადიონს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აშენებს. 
►საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით შენდება. მშენებლობის ღირებულება 99 448 408,56 ლარია.


კალენდარი

<<
<მაისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1830123456
1978910111213
2014151617181920
2121222324252627
2228293031123
2345678910

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები