აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარული სამზარეულო და ტურისტული პროდუქტები - გადაცემათა ციკლი ბელარუსში

23 იანვარი, 2018

აჭარულ სამზარეულოსა და ტურისტულ პოტენციალს ბელარუსში პოპულარული კულინარიული გადაცემას „50 რეცეპტი“ 8 მილიონამდე მაყურებელი გაეცნო. 4 ვრცელი გადაცემა, რომელიც მთლიანად აჭარულ კერძებს, ფოლკლორსა და ტურისტულ პროდუქტებს მიეძღვნა „ Belarus 1” -ის ეთერში იანვრის განმავლობაში გადაიცემოდა.

რეგიონის ტურისტული ღირსშესანიშნაობების წარმოჩენის მიზნით შეიცვლა გადაცემის ფორმატი. ის სტუდიის ნაცვლად ბათუმის ქუჩებსა და სხვადასხვა ტურისტულ ადგილებში ჩაიწერა. გადაცემის მსვლელობისას წამყვანები მარინა კონდრატევა და  დიმიტრი კიპენი აჭარაში მოგზაურობენ და მაყურებელს სხვადასხვა აჭარული კერძის მომზადებას ასწავლიან, პარალელურად კი უყვებიან ისტორიებს ტურისტული ღირსშესანიშნაობების, პროდუქტების და ადგილების შესახებ.

„ძალიან საინტერესო და კარგი გადაცემები გამოვიდა. მაყურებელს საშუალება ჰქონდა ერთდროულად ენახა ჩვენი მარავლფეროვანი ტურისტული პროდუქტები. თუკი ერთ გადაცემაში ისინი ეცნობიან ბათუმს, აჭარული ხაჭაპურის მომზადების წესს, ზღვას და თბილ ბათუმურ გარემოს, მეორე გადაცემაში უკვე წამყვანებთან ერთად თოვლიან აჭარის მთებში მოგზაურობენ, სადაც ადგილობრივ ღვინის მარნებში სწავლობენ თუ როგორ მოამზადონ უგემრიელესი სინორი. პირველი გადაცემა ეთერში საშობაოდ გავიდა, მას შემდეგ კი ყველა შაბათ-კვირას მაყურებელი აჭარაში მოგზაურობდა. ჩვენი თხოვნით შეიცვალა გადაცემის ფორმატი და ის კულინარიულთან ერთად სამოგზაუროც გახდა. ერთობლივმა პროექტმა გაამართლა და მას ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა ბელარუსში,“  განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.

„50 რეცეპტი“-ის ყველა გადაცემის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე: 

  გადაცემა 1  გადაცემა 2  გადაცემა 3    გადაცემა 4


კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები