სამინისტრო საჯარო ლექციების დასაფინანსებლად კონკურსს აცხადებს
24 იანვარი, 2018
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის” ქვეპროგრამის ფარგლებში საჯარო ლექციების დასაფინანსებლად კონკურსის პირველი ეტაპი გამოაცხადა.კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სამინისტროში საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 26 იანვრიდან 5 მარტის ჩათვლით, იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც ჩატარდება 2018 წლის პირველი მაისიდან 25 ივნისის ჩათვლით.
საჯარო ლექციები გაიმართება როგორც სტუდენტების, ასევე ლექტორების, მასწავლებლებისა და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისათვის. საჯარო ლექციის თემატიკა შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების ასპექტებს.
სააპლიკაციო ფორმა, შეფასების ფორმა, კომისიის წევრები
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.
ელ. ფოსტა Maka.67@mail.ru
ტელ: 577 30 41 51; 0422 24 53 78
იხილეთ გალერეა