აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარა მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

24 იანვარი, 2018

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „ FITUR 2018” წარადგინა. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე, დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობდა.

მადრიდის გამოფენა ერთ-ერთი მასშტაბური გამოფენაა მსოფლიოში, რომელსაც წელს 140, 120 ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის 10 000-ზე მეტი კომპანია 165 ქვეყნიდან.

„ტურიზმის ბიზნესში მოქმედი ყველა მნიშვნელოვანი ტურისტული კომპანია თუ ორგანიზაცია მთელი მსოფლიოდან მსგავს გამოფენებზეა წარმოდგენილი, რაც ჩვენთვის საუკეთესო საშუალებაა საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად. შეხვედრები გვქონდა

როგორც წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან, ასევე სარეკლამო კომპანიებთან, რომლებთანაც მიმდინარე წელს შესაძლოა ვითანამშრომლოთ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით. საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა ასევე უმნიშვნელოვანესია ტურისტულ და ავია კომპანიებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რადგან ისინი წარმოადგენენ ტურიზმის სფეროში ძირითად საქმიან წრეებს. ამას გარდა,  დღის განმავლობაში უამრავი ვიზიტორი მოდიოდა ჩვენს სტენდთან და საქართველოში მოგზაურობას გეგმავდა. ჩვენი მთავარი მიზანია აჭარა, რაც შეიძლება მეტი ვიზიტორის ყურადღების ცენტრში მოექცეს“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პიარისა და რეკლამის განყოფილების უფროსმა ნინო ხახუბიამ.

2018 წელს, აჭარის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 24 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში გეგმავს მონაწილეობას. 


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები