აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ფინელები აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

26 იანვარი, 2018

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია ფინეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Matka Nordic Travel Fair“ გაუწია. გამოფენის ვიზიტორები აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და ღირსშესანიშნაობებს რამდენიმე დღის განმავლობაში ეცნობოდნენ. ზღვისა და მთის ტურისტულ პროდუქტებთან ერთად, ვიზიტორების განსაკუთრებული ყურადღება გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ტურისტულმა მიმართულებამ მიიპყრო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობდა.

Matka Nordic Travel Fair“ ჩრდილოეთ ევროპაში ერთ-ერთი მასშტაბური ტურისტული გამოფენაა. წელს, მასზე 1000-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია 80 სხვადასხვა ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი. მას ყოველწიურად 50 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.

2018 წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს ჯამში 27 ტურისტულ გამოფენაზე წარადგენს. მათ შორის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენებზე გერმანიაში, ინგლისში, ესპანეთში, ისრაელსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. 


კალენდარი

<<
<მაისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1830123456
1978910111213
2014151617181920
2121222324252627
2228293031123
2345678910

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები