აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

რამაზ ბოლქვაძე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ესწრება

30 იანვარი, 2018

ამ წუთებში სასტუმრო „ჰილტონში“ საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა მიმდინარეობს. 
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ა.რ კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისია აღნიშნული კანონის პროექტის საჯარო განხილვას 2 კვირის ვადაში უზრუნველყოფს, რის შემდეგაც ის უმაღლესი საბჭოს დარგობრივ კომისიებში განიხილება. კანონის პროექტი უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სამი მოსმენით მიიღება.
სასტუმრო ჰილტონში საჯარო განხილვას აჭარი მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე,მინისტრთა კაბინეტის წევრები, ქალაქ ბათუმის მერი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან.

საორგანიზაციო კომისიამ საჯარო განხილვები 22 იანვრიდან მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებიდან დაიწყო. ამ დრომდე შეხვედრები ადვოკატებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აკადემიური წრეების, სტუდენტ-ახალგაზრდობისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან გაიმართა.

12-წევრიანი საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობაში კვოტები უმაღლეს საბჭოში შემავალი პოლიტიკური ძალების მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობის შესაბამისად განისაზღვრა. გარდა ამისა, კომისიაში ჩართულები არიან არასამთავრობო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. 
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ ახალი კონსტიტუციური კანონის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭო ვალდებულია აჭარის კონსტიტუციის ცვლილებები საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს არაუგვიანეს 2018 წლის 20 აპრილისა.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები