აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის საძირკვლის მოწყობა დაიწყო

13 თებერვალი, 2018

►ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის პროექტის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უკვე ქვაბულის ამოჭრის და ფუძის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება, ხოლო სტადიონის ტრიბუნების ტერიტორიის C ბლოკის არეალში საძირკვლის არმირება და ბეტონირება წარმოებს. 
►მიმდინარე პროცესს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე პირველ მოადგილესთან დავით მაკარაძესთან ერთად გაეცნო. სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მინისტრს სამშენებლო კომპანია „ანაგის“ დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა მიაწოდა. 
►პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე მშენებლობაზე დაახლოებით 80 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის განცხადებით აღნიშნული ეტაპის სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში დასრულდება. 
►უახლოეს პერიოდში მიწისზედა რკინაბეტონის კონსტრუქციების მშენებლობის ეტაპი დაიწყება.
►მეხუთე კლასის შენობის სპეციფიკის გათვალისწინებით სამშენებლო პროცესში შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტები არიან ჩართული.
►სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. 
►მშენებლობის პროცესში ჯამში 500 ადამიანი დასაქმდება.
►სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული. მაყურებელთა გადაადგილება დამცავი ბარიერებისა და მიმმართველი გამყოფი ლითონის მოაჯირების საშუალებით მოხდება. 
►სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის,ავტობუსების, სპორტსმენების და VIP. 
►ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა
►ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 34 თვეში, 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.

კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები