აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან

19 თებერვალი, 2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელებთან შეხვედრა გამართა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა 11-12 სექტემბერს ქ. ბათუმში, CAREC-ის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ, ენერგოინვესტიციის ფორუმზე ისაუბრეს.

შეხვედრას აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ.

ზურაბ პატარაძემ ბანკის წარმომადგენლებს აზიის განვითარების ბანკის საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერისა და ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური პარტნიორია, რომელსაც 2007 წლიდან 2017 წლის ჩათვლით 2,4 მილიარდი აშშ დოლარის პროექტი აქვს განხორციელებული. საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიის შესაბამისად, ბანკის საქმიანობის პრიორიტეტულ სექტორები გზები, ენერგო სექტორი, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურა და მომსახურება, საჯარო სექტორის მართვა, კერძო სექტორის განვითარება და ფინანსური სექტორის გაძლიერებაა.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ის პროექტებიც განიხილეს, რომლებსაც აზიის განვითარების ბანკი აჭარაში აფინანსებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აზიის ბანკის წარმომადგენლებს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„მზად ვართ ვუმასპინძლოთ მესამე საერთაშორისო ფორუმს ჩვენს რეგიონში და ფორუმის სტუმრებს გავაცნოთ ჩვენი რეგიონის როგორც ისტორია და კულტურა, ასევე საინვესტიციო პოტენციალი, ჩვენი ხედვები ენერგეტიკის თუ ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ასევე მზადა ვართ განვიხილოთ თქვენს მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა პროექტი თუ შემოთავაზება“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

სოჰაილ ჰასნიმ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიღებისა და ფორუმის საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა:
„ისლამაბადისა და ასტანის შემდეგ ბათუმი მესამე ქალაქი იქნება, რომელიც ამ მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლებს. ფორუმი 4 მიმართულებით იმუშავებს: მზის ენერგია, ენერგო-ეფექტურობა, ელექტრო ავტომობილები და ელექტრო ელემენტების განვითარება. დარწმუნებული ვარ, ფორუმი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ენერგო სექტორის განვითარებას და უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომლებიც დარგის წინაშე დგას“ - განაცხადა სოჰაილ ჰასნიმ.

აჭარის ა.რ. მთავრობაში გამართულ შეხვედრას ABD-ს ენერგო ფინანსების სპეციალისტი კაზუტო მურაგუჩი, საქართველოში CAREC-ის პროგრამის რეგიონალური კოორდინატორი ეკატერინე კოროშინაძე ესწრებოდნენ.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები