აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარაში ფასდაკლების კვირეული დაიწყო

19 თებერვალი, 2018

აჭარაში ფასდაკლების კვირეული დაიწყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით და აჭარის ტურიზმისა დეპარტამენტის მხარდაჭერით „Discount Week“-ის  კამპანია რეგიონში 24 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით ჩატარდება. დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა და ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ პროექტის მნიშვნელობასა და ტურისტული ობიექტების მიერ გაკეთებულ შეთავაზებებზე ისაუბრეს.

აჭარაში ფასდაკლებების კვირეულში ჩართულია  15 სასტუმრო, 11 კვების ობიექტი, 5 ატრაქცია და 5 სავაჭრო ობიექტი. „Discount Week“-ში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარაში მდებარე სასტუმროებს, რომლებსაც გააჩნიათ 39 ან მეტი ოთახი და უნდა წარმოადგინონ არსებულ სეზონზე გამოცხადებული ფასიდან  30%-იანი ან  მეტი  ფასდაკლება.

ფასდაკლების მისაღებად მომხმარებელმა სასურველ სასტუმროს დაჯავშნის ნომერზე დარეკვით უნდა წარმოადგინოს სპეციალური პრომო კოდი, რომელიც განთავსებული იქნება ვებ-გვერდზე georgia.travel/discount-ზე. სპეციალური პრომო კოდი ვრცელდება პროექტში მონაწილე სხვა ობიექტებზეც.

ფასდაკლების კვირეულისთვის   სპეციალური მარკეტინგული კამპანია შემუშავდა, რომელიც პროექტის სატელევიზიო გაშუქებას და სოციალურ ქსელში რეკლამას მოიცავს. სპეციალურ ვებ-გვერდზე discount.georgia.travel განთავსებულია კვირეულში მონაწილე ყველა სასტუმრო, სავაჭრო, საკვები და სხვა ტურისტული ობიექტი  შესაბამისი შეთავაზებით.

„Discount Week“  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში,  ტურისტული სერვისების ფასდაკლების კვირეულს მოიცავს. კამპანიის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურიზმის წახალისება, ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს კერძო სექტორს დამსვენებლების მოზიდვაში, რაც საბოლოო ჯამში მათ ბიზნესზე დადებითად აისახება. აჭარის შემდეგ ფასდაკლების კვირეული კახეთში გაიმართება. 

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები