აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

შეხვედრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების თემაზე

20 თებერვალი, 2018

►აჭარის მთავრობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების დამტკიცების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა ასლანიშვილი და სხვა წევრები ესწრებოდნენ.

►შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს:
• განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) მინიჭების შუამდგომლობის აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის ექსკლუზიური უფლების მერიისთვის გადაცემის შესახებ; 
• ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონის საზღვრების დამტკიცების შესახებ; 
• ისტორიული განაშენიანების დაცის ზონაში კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების საკითხზე, რაც მოიცავს, ისტორიული განაშენიანების ურბანული ქსოვილის შენარჩუნებასა და ახალი მშენებლობების სიმაღლეების შეზღუდვას;

►აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის მინიჭების შუამდგომლობის ექსკლუზიური უფლება ამიერიდან ქალაქ ბათუმის მერიას ექნება. მერიას ამავე ექსკლუზიურ უფლებას აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროც გადასცემს და პროცესს სრულად ქალაქ ბათუმის მერია გააკონტროლებს.

►„ჩვენი მიზანია გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართელობა და სწორედ მერიას ჰქონდეს უფლება ბოლომდე აკონტროლოს ეს პროცესი. რა თქმა უნდა, მერიას დასჭირდება გარკვეული დრო იმისათვის, რომ გადაწყვიტოს რა ფორმით მოხდება საკითხის დარეგულირება, თუმცა ერთი რამ არის მთავარი - პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე,“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

►შეხვედრაზე ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ჯეოგრაფიკის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების დამტკიცებაზე ისაუბრა. ლაშა კომახიძემ აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილია საჯარო შეხვედრები საზოგადოების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ პირებთან.

►დღევანდელ შეხვედრას წინ უძღოდა სამუშაო შეხვედრები ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის თანამშრომლებთან, სადაც მოწვეულები იყვნენ დარგის სპეციალისტები, ურბანისტები და ქალაქმგეგმარებლები. შეხვედრის ფარგლებში ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში არსებული მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. 
ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას წარუდგინა.

►კერძოდ, ქალაქის ისტორიული განაშენიანების სპეციალურ ზონასთან დაკავშირებით განისაზღვრა:
• პროექტის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლე 12 მეტრი; 
• პროექტის შეფასება განხორციელდება დახვეწილი არქიტექტურისა და შესაბამისი ვიზუალური სტანდარტით; 
• მუნიციპალური პროგრამა ისტორიული ზონის განაშენიანების სპეციალური ზონის მაცხოვრებლებისთვის.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები