აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

კონსტანტინე მეგრელიშვილმა გერმანელ ექსპერტებთან შეხვედრა გამართა

23 თებერვალი, 2018

►აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე მეგრელიშვილი მინისტრის მრჩეველ თინათინ ზოიძესთან ერთად გერმანელ ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი გერმანული მხარისა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს შეეხო. 
►მინისტრის მოადგილემ უცხოელ სტუმრებს სამინისტროსა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი საქმიანობის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები და სიახლეები გააცნო.
►შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში გერმანიის მთავრობის პროექტის ფარგლებში ბიზნესგაერთიანებების მხარდაჭერის მე-2 ეტაპის დაწყებაზე ისაუბრეს. პროექტი ქვეყნის სავაჭრო პალატის შემდეგ უკვე რეგიონალური პალატების ბიზნესგაერთიანებების შესაძლებლობების გაძლიერებას და მათი სერვისების დახვეწის მხარდაჭერას ითვალისწინებს.
►გერმანიის ხელისუფლება საქართველოში „სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და ასოციაციების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა პროექტს უკვე 25 წელია ახორციელებს. ამ ეტაპზე 60 სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა უკვე მიმდინარეობს. 
►შეხვედრას აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძე, ექსპერტი ოლფგან დიურიჰი - კომპანია „RWI“ წარმომადგენელი, რაინერ კლიუზნერი - კომპანია Sequa gGmbH პროექტის დირექტორი; კრისტიან კოდრანუ-საერთაშორისო ტრენინგის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

კალენდარი

<<
<ივნისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2228293031123
2345678910
2411121314151617
2518192021222324
262526272829301
272345678

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები