აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ინოვაციისა და მეცნიერების პარკის წარმომადგენლებთან შეხვედრა

24 თებერვალი, 2018

►აჭარის დელეგაციის წარმომადგენლები პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, კურორტ შკლარსკა პორემბას ეწვივნენ და ქალაქის მერთან მიროსლაუ გრაფისთან და ხელმძღვანელ პირებთან ერთად კურორტი დაათვალიერეს.

►დელეგაციის წევრები ქვემო სილეზიის ინოვაციისა და მეცნიერების პარკის წარმომადგნელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კურორტზე არსებული სპორტული და განთავსების ობიექტების, ასევე, სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის პრეზენტაცია გაიმართა.

►ზურაბ პატარაძემ პოლონურ მხარეს საინტერესო დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და ორ რეგიონს შორის საინტერესო,მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. ►ქვემო სილეზიის ინოვაციისა და მეცნიერების პარკსა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს შორის განზრახვის წერილს მოეწერა ხელი, რაც ზამთრის საკურორტო ცენტრებს-პოლონეთის შკლარსკა პორემბა იაკუშეცის და საქართველოს კურორტ ,,გოდერძის“ შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. ►განზრახვის წერილს პოლონური მხრიდან ქვემო სილეზიის ინოვაციისა და მეცნიერების პარკის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტმა, სებასტიან კონცკიმ, ხოლო ქართული მხრიდან, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსმა, მიხეილ კოპლატაძემ მოაწერეს ხელი.

►ხელმოწერის ცერემონიალის დასრულების შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივი პრესის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა. აჭარის სანაპირო ზოლი, ტურიზმი და ახალი მიმართულებები, სამთო-სათხილამურო კურორტები, გოდერძი და გომარდული, სოფლის მეურნეობის დარგში დაგეგმილი პროექტები, ბათუმის პორტი და ტვირთების ტრანზიტი - ამ და სხვა თემებზე ზურაბ პატარაძემ პოლონურ მედიას ინფორმაცია მიაწოდა.


კალენდარი

<<
<ივნისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2228293031123
2345678910
2411121314151617
2518192021222324
262526272829301
272345678

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები