აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარაში გიდების გადამზადება წელსაც გაგრძელდება

27 თებერვალი, 2018

2018 წელს, მთიანი აჭარისა და ბათუმის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გიდების გადამზადება გაგრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში გიდების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებს ისევ ჩაატარებს.

წარმატებულად შეფასდა მთიანი აჭარის მიმართულებით გიდების გადამზადების გასული წლის პროექტი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორ თინათინ ზოიძის განმარტებით, ტურისტულ მარშრუტებზე გადამზადებული გიდების 50% ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაშივე დასაქმდა. ივლისსა და აგვისტოში, თითოეულმა გიდმა მთიანი აჭარისა და ბათუმის ტურის მიმართულებით საშუალოდ 12 ექვსკურსია ჩაატარა.

„სასიხარულოა, რომ  ინტენსიურმა ტრენინგებმა შედეგი გასული წლის ზაფხულშივე გამოიღო. ჩვენს მიერ გადამზადებულმა გიდებმა შეძლეს მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალი ტრენინგის დასრულებისთანავე წარმოეჩინათ. მათ მიერ ჩატარებული ტურების რაოდენობა ასევე მეტყველებს იმაზე, რომ აჭარის მაღალმთიანეთი ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია. ის ვაკუუმი კი, რაც მთიანი აჭარის გიდების მიმართულებით გვქონდა ნელ-ნელა ივსება. უკვე ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურისტს მთაში მოგზაურობა კვალიფიციური გიდის თანხლებით შეუძლია. შედეგად, ჩვენ ვაპირებთ წელსაც გავაგრძელოთ ტრენინგები, რომ რაც შეიძლება მეტ გიდს მივცეთ განვითარების საშუალება,“ განაცხადა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

გასულ წელს, აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში 60 მოქმედ და დამწყებ გიდს ტრენინგები 4 მიმართულებით ჩაუტარდა. ერთთვიანი სწავლება აჭარის დაცული ტერიტორიების, ქედის ღვინის მარშრუტის, მაღალმთიან აჭარისა და მაჭახელას ტურისტული მარშრუტების შესახებ მომზადებულ თეორიულ-პრაქტიკულ კურს მოიცავდა. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გიდებისთვის ტრენინგები ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში გაგრძელდება და მასში მონაწილეობა სხვა ტრენინგ-კურსების მსგავსად უფასო იქნება


კალენდარი

<<
<ივნისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2228293031123
2345678910
2411121314151617
2518192021222324
262526272829301
272345678

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები