აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

მთიან აჭარაში მოგზაურთა რაოდენობა 98%-ით გაიზარდა

02 მარტი, 2018

2017 წელს, მაღალმთიან აჭარაში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა. გასულ წელს, მთიანი აჭარის პოპულარულ ტურისტულ მარშრუტებზე არსებულ საოჯახო-სასტუმრო სახლებს, ტურისტულ ობიექტებსა და მუზეუმებს 46 592 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 98%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს. გასულ წელს, ვიზიტორებისთვის  პოპულარული იყო მაჭახელას, ქედისა და ხულოს ტურისტული მარშრუტები თავისი ტურისტული ადგილებითა და ღირსშესანიშნაოებებით.  

  • +204 % ქედის ტურისტული მარშრუტი
  • +71%  მაჭახელას ტურისტული მარშრუტი 
  • +78% ხულოს ტურისტული მარშრუტი

 აქედან, ყველაზე მეტი 20 298 ვიზიტორი ქედაში არსებულ ღვინის მარნებსა და ტურისტულ ადგილებს,  18 626 ვიზიტორი ხულოს, ხოლო 7 668 მაჭახელას სტუმრობდა.

ვიზიტორების რაოდენობა 32%-ითაა გაზრდილი მაღალმთიან აჭარაში მარშრუტებზე არსებულ მუზეუმებში. წლის განმავლობაში მაჭახელას, ხულოსა და ქედის მუზეუმებს 15 286 ადამიანი სტუმრობდა. ვიზიტორების მატებაა კვების ობიექტებსა და ტურისტულ ობიექტებშიც.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ვიზიტორების სტატისტიკა ტურისტულ მარშრუტებზე არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების, მარნების, კვების ობიექტების, მუზეუმებისა და ფოლკლორული ანსამბლების მიერ მოწოდებულ მონაცემებს ეყრდნობა.

„სასიხარულოა, რომ მთიან აჭარაში მოგზაურთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით სამივე ტურისტული მარშრუტის განვითარება-პოპულარიზაციის მიმართულებით. წლის განმავლობაში 12 ინფოტურს გავუწიეთ ორგანიზება და 180-მდე ადამიანს გავაცანით მთიანი აჭარის ტურისტული შესაძლებლობები. ასევე, გადავამზადეთ გიდები აღნიშნული მარშრუტების მიმართულებით და საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა გამოიღო კიდეც შედეგი. წელს, ისევ ვაპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ვიმედოვნებთ, რომ მთიან აჭარაში მოგზაურთა რაოდენობა გაიზრდება,“ აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.  




კალენდარი

<<
<ივნისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2228293031123
2345678910
2411121314151617
2518192021222324
262526272829301
272345678

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები