აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ახალი საგადასახადო ინიციატივა-შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან

05 მარტი, 2018

►საქართველოში მცირე მეწარმეობის წახალისებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივა არსებობს, რაც დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს.

►ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი 120,000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება.(მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100 პროცენტს)

►ახალი ინიციატივის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი იმ მეწარმეებს მიენიჭებათ, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში 500,000 ლარამდე იქნება, ნაცვლად დღემდე არსებული 100,000 ლარისა.

►მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი მინიმალური, ერთობლივი შემოსავლის 1%-იანი გადასახადით (ბრუნვის გადასახადი)დაიბეგრება, ნაცვლად დღეს არსებული 5%-ისა.

►მცირე ბიზნესისთვის უმარტივესი საგადასახადო აღრიცხვის წარმოების შესაძლებლობა შენარჩუნდება. კერძოდ, საქონლის აღრიცხვისთვის სპეციალური ჟურნალის წარმოება და სხვა ბუღალტრული აღრიცხვის ვალდებულება მცირე ბიზნესს არ ექნება.

►მცირე ბიზნესს ვალდებულება ექნება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატი და სასაქონლო ზედნადები გამოიყენოს. ►გადასახადის დეკლარირება/გადახდა ყოველთვიურად მოხდება და მცირე მეწარმეებისათვის მიმდინარე (ე.წ. საავანსო) გადასახდელების გადახდის ვალდებულება გაუქმდება.

►მცირე მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის პარალელურად, დღგ-ს გადამხდელებად დარეგისტრირდნენ და შესაბამისად, ჩაითვალონ დღგ ან უკან დაიბრუნონ ავტომატურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

►ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ, მცირე ბიზნესის წარმომადგენელებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს საინფორმაციო კამპანიას რეგიონებში. საჯარო შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებული ახალ საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო.

►შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, ქალაქის მერი ლაშა კომახიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

►ცვლილებები საგადასახადო კოდექსში „საკანონმდებლო მაცნესა“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე არის გამოქვეყნებული: https\://matsne.gov.ge/ka/document/view/4072647, სადაც შესაძლებელია შენიშვნებისა და წინადადებების დაფიქსირება.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები