აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ბათუმის ესტაკადის პროექტის მიმდინარე სამუშაოები

06 მარტი, 2018

►ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესი პარალელურად ორი მიმართულებით ხორციელდება: ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზის მშენებლობა და უშუალოდ ესტაკადას საძირკვლის მოწყობა.

►მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო. 

►პროექტის განხორციელების შესახებ ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებს პროექტის მენეჯერმა ნიკოლოზ გაბადაძემ გააცნო.
►პროექტის მიხედვით ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზა ჯამში 1 კილომეტრიანი მონაკვეთი იქნება. აღნიშნული გზის 500 მეტრის მოწყობა უკვე დასრულებულია, ხოლო მეორე ნაწილი კი მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.
►პარალელურად ესტაკადის საძირკვლის სამუშაოები (პანდუსის ხიმინჯების ჩასასმელ ტერიტორიაზე გრუნტის ამოჭრა) და ასევე ხიმინჯების მოწყობა ხორციელდება, რომლის შემდეგაც უშუალოდ ხიდის მშენებლობა დაიწყება.

►ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესში დაახლოებოთ 60 ადამიანია დასაქმებული, პროექტის მიმდინარეობის პროცესში ეს რაოდენობა 80 მდე გაიზრდება. 
►ბათუმის ესტაკადის მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა კომპანია პირველი ეტაპის სამუშაოების დამთავრებას მიმდინარე წლის ივლისში გეგმავს. 
• ბათუმის ესტაკადის პროექტის ბიუჯეტი - 15 297 410 ლარია
• ესტაკადის სიმაღლე - 8,5 მეტრი 
• ესტაკადის სიგრძე - 800 მეტრი

►პროექტი ითვალისწინებს ესტაკადის, ასევე ნავსადგურისა და ესტაკადის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი 5 დამხმარე გზის მშენებლობას.

►ბათუმის ესტაკადა ხელს შეუწყობს:
ქალაქის შემოსასვლელში მოძრაობის განტვირთვას
• აჭარის ეკონომიკის განვითარებას
• ტვირთბრუნვის პროცესის ეფექტურად განხორციელებას
• დაახლოებით 100 ახალ სამუშაო ადგილის შექმნას


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები