აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ბათუმი მეწარმე ქალთა ეროვნულ ბიზნეს-ფორუმს მასპინძლობს

08 მარტი, 2018

►ამ წუთებში ბათუმში, სასტუმროში „ეიფორიაში“, მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმი მიმდინარეობს.

►ფორუმს სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ქალთა მეწარმეობის განვითარების ორგანიზაციების სულ 300 წარმომადგენლი,მათ შორის 180 მეწარმე ქალი ესწრება.

►ღონისძიებაზე მეწარმე ქალბატონებს ახალი საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ. ფორუმის ფარგლებში საუბარი ბიზნესის სფეროში ქალების საქმიანობის წარმატებულ მაგალითებსა და გამოწვევებს ეხება.

►ბიზნეს-ფორუმის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მიესალმა. შეხვედრას საქართველოს და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელები, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, ასევე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან.

►ფორუმის ფარგლებში იმ სახელმწიფო სერვისების პრეზენტაციები გაიმართება, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ემსახურება. გარდა ამისა, კერძო, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო კუთხეებში ქალი მეწარმეებისთვის ფინანსურi შესაძლებლობები და სერვისებია წარმოდგენილი. ►ბიზნეს-ფორუმის მიზანი საქართველოში სამეწარმეო შესაძლებლობებზე თანასწორი ხელმისაწვდომობის გაზრდა; ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ბიზნესის კეთების საუკეთესო პრაქტიკული მაგალითების ჩვენება; მცირე და საშუალო ბიზნესის პოპულარიზაცია და ბიზნესკავშირების დამყარების ხელშეწყობაა.

►ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები