აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

რამდენი კვებისა და განთავსების ობიექტი ემსახურება ტურისტებს აჭარაში?!

13 მარტი, 2018

 2017 წელს, აჭარას 67 ახალი კვებისა და განთავსების ობიექტი შეემატა. ჯამში, კი გასულ წელს ტურისტებს რეგიონში 417 კვებისა და 429 განთავსების ობიექტი ემსახურებოდა. მონაცემები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეგიონში არსებული რეგისტრირებული კვებისა და განთავსების ობიექტების კვლევისას დაფიქსირდა.

აჭარაში არსებული განთავსებისა და კვების ობიექტები ყველა გემოვნების ადამიანზეა გათვლილი. გასული წლის მონაცემებით, კაფე-ბარების, რესტორნების, ლაუნჯებისა და სხვა კვების ობიექტების დიდი ნაწილი  - 237 ობიექტი ბათუმში მდებარეობდა, დანარჩენი 180 კი აჭარის მუნიციპალიტეტებში. მათგან 44 ობიექტი რეგიონში  გასულ წელს გაიხსნა.

რაც შეეხება განთავსების ობიექტებს, სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის რეგისტრირებული განთავსების ობიექტებიდან  277 ბათუმშია განთავსებული, 92 ქობულეთში, 60 კი აჭარის მუნიციპალიტეტებში. ჯამში, აჭარაში 21 602  საწოლი ადგილია რეგისტრირებული, საიდანაც 13 261 ბათუმში მდებარეობს. მათგან 23 განთავსების ობიექტი რეგიონში გასულ წელს გაიხსნა. მათ შორისაა სასტუმროები Metro Sky Tower“, “Wyndham“, „ირე პალასი“ და ,,ბლექ სიი ჰოსტელი“.

მიმდინარე წელს, რეგიონს ისევ შეემატება ტურისტული ობიექტები. მათგან ყველაზე მსხვილი 159 ნომრიანი სასტუმროს (ყოფილი სემირამიდას ბაღები)  გახსნა ბათუმში ზაფხულში იგეგმება.


კალენდარი

<<
<ივნისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2228293031123
2345678910
2411121314151617
2518192021222324
262526272829301
272345678

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები