აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

რამაზ ბოლქვაძემ KfW-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

14 მარტი, 2018

►აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ KfW-ს პროექტის რეგიონალურ მენეჯერთან ბერნ ჰასელთან და კომპანიის სხვა წარმომადგენელებთან შეხვედრა გამართა.

►შეხვედრაზე მინისტრმა აჭარაში წყლის რეფორმის განხორციელების პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო.

►პროექტის განმახორციელებელმა მხარეებმა წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში უკვე შესრულებული სამუშაოებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.

►პროექტის მომედვნო ეტაპზე გადასვლისთვის აუცილებელი პროცედურები უკვე დაწყებულია.

►შეხვედრაზე მინისტრმა უცხოელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა და ზოგადად აჭარისთვის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

►პროექტის განსახორციელებლად სს „აჭარის წყლის ალიანსი“ შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში აჭარის მთავრობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახით არის წარმოდგენილი, გარდა ამისა ალიანსში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული.

►წყლის სისტემის რეაბილიტაცია აჭარის მთავრობისა და გერმანიის რეკონსტურქციის საკრედიტო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დოკუმენტი საკონსულტაციო კომპანია მაქსის (MACS – Energy and Water) მიერ მომზადდა. სააქციო საზოგადოება კონსულტანტის ფუნქციებს შეითავსებს და მუნიციპალიტეტებს ტენდერის გამოცხადებაში, პრიორიტეტების განსაზღვრაში და სხვა საქმიანობაში დაეხმარება.

►აჭარაში წყლის სექტორის რეფორმა გერმანიის რეკონსტურქციის საკრედიტო ბანკის (KfW) შეღავათიანი სესხითა და ევროკავშირის NIF-ის გრანტით დაფინანასდება; ►პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 44.000.000 ევროს შეადგენს, რომელიც როგორც ცენტრალური, ისე დეცენტრალიზებული კომპონენტისთვის დაიხარჯება. ინვესტიციების პერიოდი 7 წელზეა გათვლილი (2018-2024წწ).

►პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე, სპეციალურად შერჩეული კონსულტანტების მიერ დეტალური პროექტები მომზადდება და ყველა მუნიციპალიტეტისთვის სატენდერო პროცედურები განხორციელდება.

►პროექტამდე არსებული და პროექტის შემდგომ შექმნილი ინფრასტრუქტურული აქტივები, ისევე, როგორც საერთო სერვისების მიწოდებისთვის საჭირო აქტივები, მუნიციპალიტეტების საკუთრებაში გადავა.

►სამინისტროში გამართულ შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაძე, ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ბახტაძე,სამინისტროს სხვა წარმომადგენლები და პროექტში ჩართული მხარეები ესწრებოდნენ.


კალენდარი

<<
<მაისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1830123456
1978910111213
2014151617181920
2121222324252627
2228293031123
2345678910

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები