აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

„ალამბარი-სახარია“ გზის რეაბილიტაცია

14 მარტი, 2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი და მოადგილე რაულ ბერიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ალამბარი-სახარია საავტომობილო გზის კმ0+000-კმ1+200 მონაკვეთზე (1200 მეტრზე) მიმდინარე ა/ბეტონის საფარის მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოებს შ.პ.ს „გზები“ აწარმოებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 423 993 ლარს შეადგენს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო რკ/ბეტონის კიუვეტი -700 მ, მათ შორის ლითონის ცხაურით - 300მ. ლითონის მილი -14 მ, გოფრირებული მილი - 50 მ, 1 გაბიონი 20X3.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტობეტონის საფარის მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები.

კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები