აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველო

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი

19 მარტი, 2018

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გარემოსდაცვითი ქვეპროგრამის „ატმოსფერული ჰაერის, ჩამდინარე და ზედაპირული წყლების ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგი“ -ის ფარგლებში 2018 წელს დაგეგმილია 132 სინჯის აღება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგისთვის.

ანალიზის შედეგად ისაზღვრება ატმოსფერულ ჰაერში მტვერის,გოგირდის დიოქსიდის, გოგირდწყალბადის, ნახშირბადის ოქსიდისა და ნახშირწყალბადის კონცენტრაციები.

ამ დროისათვის ატმოსფერული ჰაერის სინჯები აღებულია თებერვლისა და მარტის თვეში. მარტში გამოკვლევები ჩატარდა ბათუმის ტერიტორიაზე, კერძოდ, 4 სინჯი ხელვაჩაურის სამრეწველო ზონაში, 2 სინჯი ბონისა და 2 სინჯი ბარცხანის ტერიტორიაზე. აღებული სინჯებიდან, ერთ წერტილზე დაფიქსირდა ნახშირბადის ოქსიდის, აზოტის დიოქსიდისა და გოგირდის დიოქსიდის გადამეტების ფაქტები, რაც გადაიგზავნა გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტში.


კალენდარი

<<
<ივლისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
262526272829301
272345678
289101112131415
2916171819202122
3023242526272829
31303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-35-90

სოციალური ქსელები