აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

„ოქტომბერი-აგოთა“ შემოვლითი გზის რეაბილიტაცია

16 მარტი, 2018

გასულ წელს უხვი ნალექის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ აგოთას დამაკავშირებელ გზაზე განვითარდა მეწყრული პროცესი, რამაც სრულიად გადაკეტა გზა და მოსახლეობას შემოვლითი გზებით უხდებოდა გადაადგილება. აღნიშნული მონაკვეთის გაწმენდა ფაქტიურად შეუძლებელია რის გამოც საგზაო დეპარტამენტი მოვლა შენახვის ქვეპროგრამის ფარგლებში ახორციელებს ალტერნატიული შემოვლითი გზის რეაბილიტაციას, რაც უფრო კომფორტულს გახდის აღნიშნულ სოფლებში მაცხოვრებელი ხალხის გადაადგილებას. სამუშაოები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლაშა ჩიხლაძემ დაათვალიერა სადაც 1200 მეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის გაფართოება და რეაბილიტაცია. სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება.

კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები