აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტები აჭარას სტუმრობენ

25 მარტი, 2018

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს აზერბაიჯანელი ჟურნალისტები სტუმრობენ. აზერბაიჯანში რეიტინგული ვებ-პლატფორმებისა და ტელეკომპანიის წარმომადგენლები აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებსა და ტელერეპორტაჟებს ამზადებენ. მათ უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, გინიოს ციხე და მთიანი აჭარა, სადაც ქართულ ფოლკლორსა და ადგილობრივ კერძებს გაეცნენ. პრესტურის მონაწილეები რეგი`ონს დღეს დატოვებენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დაიწყო სამიზნე ქვეყნებიდან რეიტინგული მედიასაშუალებების წარმომადგენლების მოწვევა. გასული წლის მსგავსად, აჭარის შესახებ სტატიები, ტელე-რეპორტაჟები და გადაცემები 16 სამიზნე ქვეყნის მედიასივრცეში წელსაც მომზადდება. 2017 წელს, პრესტურით რეგიონს 200-ზე მეტი ჟურნალისტი და ბლოგერი სტუმრობდა. წელს, არსებული მონაცემების გაუმჯობესება იგეგმება.

რაოდენობის მიხედვით  აზერბაიჯანელი ტურისტები რეგიონში მყოფი მოგზაურების ტოპ ხუთეულში შედიან. ვიზიტორთა რაოდენობა მეზობელი ქვეყნიდან აჭარაში ყოველწლიურად იზრდება. გასულ წელს, რეგიონს ყველა ადმინისტრაციული საზღვრიდან 175 289 აზერბაიჯანელი ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 43%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს. 


კალენდარი

<<
<მაისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1830123456
1978910111213
2014151617181920
2121222324252627
2228293031123
2345678910

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები