აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ბათუმი ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადისთვის ემზადება

28 მარტი, 2018

►სპორტის სასახლე და მის მიმდებარედ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, ჭადრაკის ფედერაციისა და ფიდეს ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერეს.

►სამუშაო პროცესს ასევე ლატვიის ფინანსთა მინისტრი დანა რეზნიცე-ოზოლა და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი გაეცნენ.

►ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სპორტის სასახლის მშენებლობა, რომელიც ორ დიდ დარბაზს მოიცავს (2500 კაციანი და 500 კაციანი). პარალელურად ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი ყინულის არენის მშენებლობა, რომელიც ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადის მსვლელობისას დამატებით სივრცედ იქნება გამოყენებული.

►დახურულ სპორტული კომპლექსში - ყინულის არენაზე ტრიბუნები 1500 ადგილზე განთავსდება. ყინულის არენისა და საცურაო აუზის კომპლექსის საორიენტაციო სამშენებლო ფართობი 16 000 კვ. მეტრია, საიდანაც ყინულის არენა - 10500 კვ.მეტრზე, ხოლო საცურაო აუზი 5500 კვ.მეტრზე მოეწყობა. ყინულის არენაზე სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებები ჩატარება იქნება შესაძლებელი. კერძოდ, ფიგურული სრიალი - ჰოკეი - ასევე, ციგურებზე მასობრივი სრიალი, კულტურულ-სანახაობრივი და გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და გამოფენები.

►მოწესრიგდება სპორტის სასახლის ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურა. დაიგება ირგვლივ არსებული გზები, რომლისთვისაც ბათუმის მერიაში უკვე მომზადებულია სატენდერო დოკუმენტაცია და გზის მოასფალტება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

►მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი მიიღებს მონაწილეობას.

►ოლიმპიადის გახსნის ცერემონია შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები