აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

უკრაინელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ რეპორტაჟებს ამზადებენ

28 მარტი, 2018

აჭარის შესახებ უკრაინელი ჟურნალისტები ტელესიუჟეტებს ამზადებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს უკრაინაში პოპულარული ტელეარხების "1+1"-სა და "UA-First" გადამღები ჯგუფები სტუმრობენ. ისინი რეგიონის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან.  

ჟურნალისტებმა უკვე გადაიღეს აჭარული ხაჭაპურის მასტერკლასები, ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ფოლკლორი და მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტები. ისინი ასევე მოამზადებენ სიუჯეტებს, თუ რა სიახლეები დახვდება ტურისტებს აჭარაში და როგორ ემზადება რეგიონი ტურისტული სეზონისთვის. ისინი შეხვდნენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტს, რომელმაც ჟურნალისტებს 2018 წელს დაგეგმილი პროექტები გააცნო. ჟურნალისტები რეგიონს დღეს დატოვებენ.

“გასულ წელს 500-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი სტუმრობდა რეგიონს. წელს ჩვენ ვაგრძელებთ აჭარის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნების მედიასაშუაებების მეშვეობით. საერთაშორისო მედია დიდ ყურადღებას იჩენს ჩვენი რეგიონის მიმართ და რათქმაუნდა მათ მიერ მომზადებული თითოეული სტატია, რეპორტაჟი თუ გადაცემა იწვევს ჩვენი პოტენციური ტურისტების დაინტერესებას აჭარითა და ზოგადად ჩვენი ქვეყნით. ამჯერად, უკრაინელ ჟურნალისტებს ვმასპინძლობთ. ბუნებრივია ისინი არიან ძალიან პოპულარული ტელეკომპანიების წარმომადგენლები და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათ ჩვენს პოტენციურ ტურისტებს მიაწოდონ სანდო და კარგად მომზადებული რეპორტაჟები. რათქმაუნდა, ჩვენ წლის ბოლომდე გავაგრძელებთ პრეს და ინფოტურიების ორგანიზებას სამიზნე ქვეყნებიდან,” განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები