აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარა უკრაინელი ვიზიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა

29 მარტი, 2018

აჭარის ტურისტული პოტენციალი უკრაინელი ვიზიტორების ყურადღების ცენტრშია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს კიევის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგენს. დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობს.

კიევის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 300-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია 30-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობს. საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება აქვთ დეტალური ინფორმაცია მიიღონ საქართველოსა და მის რეგიონებში მოგზაურობის შესახებ, დააგემოვნონ ქართული ღვინო, ჩურჩხელა და ყველი. გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა არაერთი შეხვედრა გამართეს ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. უკრაინა ქვეყნისთვის ერთ-ერთ აქტიურ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, საიდანაც საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.  გამოფენა 27 მარტს გაიხსნა და 30 მარტს დასრულდება.

"კიევის ტურისტული გამოფენა მნიშვნელოვანი ღონისძიებაა აჭარისთვის. აქ ჩვენი ტურისტული პროდუქტები დიდი პოპულარობით სარგებლობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები კი ხელს უწყობს ამ დადებითი დინამიკის შენარჩუნებას. ჩვენ ვმართავთ საქმიან შეხვედრებს ტურისტული თუ სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ინტერესი ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მიმართ. გასულ წელს, ქვეყანას 193, 127 უკრაინელი მოგზაური სტუმრობდა, რაც  10.4% აღემატება 2016 წლის მონაცემებს. წელს კი არსებული მონაცემების გაუმჯობესებას ველოდებით." განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსმა მიხეილ კოპლატაძემ.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები