აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

''აჭარლები -ბეშუმიდან ბათუმამდე'' - პოლონური ფილმის პრემიერა ბათუმში

04 აპრილი, 2018

პოლონეთის საზოგადოებრივმა არხმა „TVP 3აჭარის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. „აჭარლები -ბეშუმიდან ბათუმამდე“ ასე ქვია ფილმს, რომლის პრემიერაც კინოთეატრ აპოლოში  გაიმართა. ფილმში მხატვრულადაა გადმოცემული აჭარის ისტორია, ხელოვნება და კულტურა. ასევე, კარგად ჩანს რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და ადამიანები, რომლებიც  საქართველოს ამ ერთ-ერთ ულამაზეს რეგიონში ცხოვრობენ. ფილმის ავტორები მაყურებელს მაღალმთიანი აჭარიდან შავი ზღვის სანაპირომდე ამოგზაურებენ.

ფილმის გადაღებები გასული წლის ზაფხულში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე ვროცლავის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი ორგანიზებით პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალის ფარგლებში განხორციელდა.  ფილმი პოლონეთის საზოგადოებრივ არხის მაყურებელმა რამდენიმეჯერ იხილა. მისი ნახვა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელსაც შეეძლება. ფილმი ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის შემდეგ ბმულზე >>ფილმი<<


კალენდარი

<<
<მაისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1830123456
1978910111213
2014151617181920
2121222324252627
2228293031123
2345678910

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები