აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე ბიზნესფორუმს დაესწრო

04 აპრილი, 2018

დღეს, სასტუმრო ჰილტონში, ბიზნესფორუმი "ბათუმი-ვროცლავი" გაიმართა. ფორუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე,  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი  და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ. ფორუმში, რომლის მიზანიც აჭარასა და ვროცლავს შორის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს, ქვემო სილეზიის დელეგაციის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა.აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა ფორუმის მონაწილეებთან სიტყვით მიმართვისას აჭარა და ვროცლავის რეგიონებს შორის ტურიზმის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მან  ყურადღება რეგიონში პოლონელი ტურისტების მოზიდვის კუთხით განხორციელებულ აქტივობებსა და ქვეყანაში პოლონელი მოგზაურების რაოდენობის ზრდაზე გაამახვილა. 

შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის მთავრობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და ქვემო სილეზიის რეგიონის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. ისინი აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებს, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებსა და რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებს გაეცნენ, ასევე მიიღეს ინფორმაცია აჭარისა და ქვემო სილეზიის საინვესტიციო, ტურისტული და სოფლის მეურნეობის კუთხით არსებულ პოტენციალზე.

ბიზნეს ფორუმზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის განყოფილების უფროსმა რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. შეხვედრაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ქვემო სილეზიის ოფიციალური დელეგაციის წევრებმა და კერძო კომპანიებმა. ფორუმის ფარგლებში ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები (B2B) გაიმართა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.  

ბიზნეს ვორქშოფს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი სულხან ღლონტი,  აჭარასა და ქვემო სილეზიაში მოქმედი კომპანიების (ლოჯისტიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში)  ჯამში 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.


კალენდარი

<<
<მაისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1830123456
1978910111213
2014151617181920
2121222324252627
2228293031123
2345678910

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები