აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

მოვლა შენახვის ქვეპროგრამა

29 მარტი, 2018

დეპარტამენტი საავტომობილო გზების მოვლა-შენახვას ახორციელებს „საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა“ ქვეპროგრამის ფარგლებში რომლის ღირებულება 2018 წელს შეადგენს 13 128 000 ლარს. აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში დასაქმებული პირების მიერ მუდმივად ხორციელდება საავტომობილო გზების, სანიაღვრე არხების და ხელოვნური ნაგებობების გაწმენდა, მოშანდაკება და ჩამონაშალის გატანა, გვერდულებზე და ფერდობებზე ბალახის მოთიბვა და ბუჩქნარის მოჭრა, გრუნტის გზებზე საფარის შესწორება, ღორღით შევსება და პროფილის გასწორება, საგზაო ნიშნების დამზადება და მონტაჟი.
აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში გაიწმინდა სანიაღვრე არხები, ჩამოიკაფა სარეველა ბალახები და შესწორდა გზის საფარი.

კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები