აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

რამაზ ბოლქვაძემ ქვემო სილეზიის ვიცე-მარშალთან შეხვედრა გამართა

04 აპრილი, 2018

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის ვიცე-მარშალთან ივონა კრავჩუკთან შეხვედრა გამართა. ოფიციალურ შეხვედრაზე მინისტრმა ორ ქვეყანასა და რეგიონებს შორის არსებულ მეგობრულ და მჭიდრო საქმიან ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვიცე მარშალის ვიზიტი ამ მიმართულებით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

►რამაზ ბოლქვაძემ დელეგაციის წევრებს რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობები, აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტები გააცნო. პოლონეთის ოფიციალური დელეგაციის წევრები აჭარის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ინფორმაციას ასევე გრაფიკული ვიდეოს საშუალებით გაეცნენ.

►ივონა კრავჩუკმა ქვემო სილეზიის საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრა და აჭარასთან ახალი მიმართულებით კავშირების გამყარებაზე გააკეთა აქცენტი.

►„ვიცე-მარშალი ძალიან დაინტერესებულია აჭარის რეგიონით, სხვადასხვა სფეროში კერძოდ, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებით და მე მაქვს მოლოდინი, რომ დღევანდელ სამუშაო შეხვედრებს ექნება თავისი პოზიტიური შედეგები და მალე არაერთი სიახლე გვექნება აჭარაში“- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ რამაზ ბოლქვაძემ.

►შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე დავით მაკარაძე, მინისტრის მოადგილე ლევან დავითაძე, საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ჭეიშვილი და ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ბახტაძე ესწრებოდნენ.


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები