აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ბიზნეს ფორუმი „ბათუმი-ვროცლავი“

04 აპრილი, 2018

➢სასტუმრო „ჰილტონში“ ბიზნეს ვორქშოფი „ბათუმი-ვროცლავი“ ჩატარდა.

➢შეხვედრის მონაწილეებმა აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე ინფორმაცია მიიღეს.

➢ვორქშოფის მონაწილეები სპეციალური პრეზენტაციებით აჭარისა და ქვემო სილეზიის საინვესტიციო, ტურისტულ და სოფლის მეურნეობის კუთხით არსებულ პოტენციალს გაეცნენ.

➢შეხვედრის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ მიმართეს.

➢„ძალიან საინტერესო ფორმატით მიმდინარეობს დღევანდელი შეხვედრა-ბიზნეს ვორქშოფი, რომლესაც საქართველოში და პოლონეთში მოღვაწე კერძო კომპანიის 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. ბიზნესის სფეროში უკვე არსებული წარმატებული მაგალითები, რომელსაც თითოეული თქვენგანი წარმოადგენთ, არის დამწყები ბიზნესისთვის და რეინვესტირებისთვის დიდი სტიმული და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი დღევანდელ შეხვედრას კიდევ უფრო მეტ დატვირთვას სძენს. ზოგადად ეკონომიკური განვითარება ჯანსაღ საინვესტიციო პროცესებს უკავშირდება და ამ კუთხით აჭარა ნამდვილად გამორჩეულია. განხორციელებული ინვესტიციებით ჩვენი რეგიონი საქართველოში მეორე ადგილზეა. ბოლო 3 წლის სტატისტიკით აჭარაში 1 მილიარდ დოლარზე მეტი კერძო კაპიტალდაბანდება განხორციელდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში კი ამ ეტაპზე მიმდინარე მხოლოდ რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის საინვესტიციო პორტფელი 1 500 000 000 ლარს შეადგენს, რაც ჯამში დაახლოებით 7000-ზე მეტი დამტებითი განთავსების ადგილია რეგიონში. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ აჭარის რეგიონის რესურსები და განვავითაროთ ყველა სფერო თანაბრად, მივცეთ სტიმული თქვენს ბიზნეს იდეებს“-განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.

➢ვორქშოფს აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის ვიცე-მარშალი ივონა კრავჩუკი და ოფიციალური დელეგაციის წერვები,ასევე პოლონეთში მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

➢შეხვედრის ფარგლებში ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები (B2B) გაიმართა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

➢ბიზნეს ვორქშოფს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი სულხან ღლონტი, აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარასა და ქვემო სილეზიაში მოქმედი კომპანიების (ლოჯისტიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში) ჯამში 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები