აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ბათუმის ბულვარში იასონ გორდეზიანის ძეგლი გაიხსნა

14 აპრილი, 2018

►ბათუმის ბულვარში,კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე, ბულვარის მთავარი მებაღისა და მთავარი დეკორატორის იასონ გორდეზიანის ძეგლი გაიხსნა.

►ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, ქალაქ ბათუმის ლაშა კომახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და ქალაქის მკვიდრნი დაესწრნენ.

►იასონ გორდეზიანის საპარკე-დეკორატიული სკულპტურის შექმნასთან დაკავშირებით, 2017 წელს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც წარმოდგენილი 7 ესკიზიდან, სპეციალისტებისა და საზოგადო მოღვაწეებით დაკომპლექტებული კომისიის მიერ, საუკეთესო ნამუშევრად მოქანდაკე ირაკლი წულაძის ესკიზი გამოვლინდა.

►ძეგლის ესკიზის შესაძენად ბულვარის ბიუჯეტიდან 4200-ლარი, ხოლო ბრინჯაოს საპარკე ქანდაკების დამზადება-განთავსებისათვის 128 174 ლარი დაიხარჯა.
►იასონ გორდეზიანი ქ. ბათუმის მთავარი მებაღე და ცნობილი დეკორატორი იყო.
ის მუშაობდა საფრანგეთის, ბელგიის, შვეიცარიის, ჰოლანდიის საბაღო მეურნეობებში. ევროპაში აღიარებულ სპეციალისტი სამუშაოდ ლონდონის ბოტანიკური ბაღის მებაღე-დეკორატორად მიიწვიეს. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული ბულვარის განახლება-განაშენიანების მცენარეული საფარის, ახალი სათბურების, სანერგეებისა და ორანჟერეების შექმნა-მშნებელობა.

►გამოიცა იასონ გორდეზიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ბიოგრაფიული წიგნი „საკაოდან-ლონდონამდე იასონ გორდეზიანი“ .


კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები