აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

წარმატებულ სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა

19 აპრილი, 2018

დღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მინისტრი ინგა შამილიშვილი ევროპის ჩემპიონს სამბოში ნიკა კოჩალიძეს და ტაეკვონდოში მე-3 ადგილის მფლობელს ზურაბ კინწურაშვილს შეხვდა და ფასიანი საჩუქრები გადასცა. მიმდინარე წლის 6-7 აპრილს გაიმართა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ტურნირი ტუნისში ტაეკვონდოში, სადაც თამაშდებოდა ოლიმპიური ლიცენზია , ბათუმელმა ზურაბ კინწურაშვილმა მე-3 ადგილი და ოლიმპიური საგზური მოიპოვა. ოლიმპიური თამაშები გაიმართება 2018 წლის ოქტომბრის თვეში არგენტინაში. ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ლიცენზია ტაეკვონდოში. სასიხარულოა, რომ წელს პირველად იასპარეზებს საქართველოს დროშით აჭარის წარმომადგენელი ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ბუენოს-აირესში. ამ შედეგის მოსაპოვებლად 10 წლიანი, დაუღალავი შრომა გაწიეს სასახელო სპორტსმენმა ზურაბ კინწურაშვილმა და მისმა პირადმა მწვრთნელმა აკაკი ცენტერაძემ. 2018 წლის 12 -14 აპრილს ჩეხეთის ქალაქ პრაღაში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი სამბოში ჭაბუკთა შორის, სადაც ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა აჭარის ნაკრების წევრი ნიკა კოჩალიძე. ნიკა კოჩალიძემ 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა I ადგილი.
შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ბაგრატ მანველიძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს უფროსი ლაშა ჩავლეშვილი ესწრებოდნენ.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წარმატებებს უსურვებს სპორტსმენებს.

კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები