აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბათუმი მასშტაბური ღამის ნახევარმარათონისთვის ემზადება

19 აპრილი, 2018

21 აპრილს, ბათუმი მასშტაბურ, საერთაშორისო ნახევარმარათონს „Great Batumi Night Race” უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში რეგიონს 700-მდე სტუმარი 32 ქვეყნიდან ეწვევა. მარათონის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით დღეს სასტუმრო „კოლიზეუმ მარინა“-ში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ჟურნალისტები და ნახევარმარათონში ჩართული ორგანიზაციები ესწრებოდნენ. შეხვედრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა გახსნა და რეგიონისთვის ნახევარმარათონის  ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მგავსი ტიპის ღონისძიებები პირველ რიგში ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის, რეგიონისა და ქალაქის ცნობადობის გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ წელს პირველად ტარდება ნახევარმარათონი მასში უკვე ჩართულია 30-ზე მეტი ქვეყანა. ნახევარმარათონის მონაწილეებს შორის იქნებიან მსოფლიო დონის სპორტსმენები, საერთაშორისო მარათონების მონაწილეები გერმანიიდან, ინგლისიდან, ესპანეთიდან და სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან. მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიება იქნება ტრადიციული და ვიმედოვნებთ, რომ მისი მონაწილეების რიცხვი შემდეგ წლებში უფრო გაიზრდება. სასიხარულოა, რომ ღონისძიების ორგანიზატორია კერძო სექტორი. სწორედ მსგავსი ღონისძიებები და ინიციატივები, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყანის დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებას და რეგიონში ტურისტების ზრდა,“ აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ნახევარმარათონი (21,1 კმ) სტარტს სასტუმრო კოლიზეუმ მორინასთან შაბათს, 19:30 წუთზე აიღებს. მხიარული გარბენი (10 კმ) კი 19:10 წუთზე. გარდა ამისა, ჩატარდება ორი ბავშვთა გარბენი, რომელში მონაწილეობაც უფასოა. ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებს დარეგისტრირება ბათუმის ჩოგბურთის კორტებთან, დღეიდან შაბათს 4 საათამდე შეეძლებათ. 

ბათუმის ნახევარმარათონის მონაწილეებს საშუალება ექნებათ დატკბნენ შავი ზღვის სანაპიროს,  აჭარის მთებისა და ძველი ბათუმის ულამაზესი ხედებით. გარბენის მარშრუტები მთლიანად გაივლის ქალაქის ყველა ტურისტულად მიმზიდველ ადგილს.  ყოველ 5 კილომეტრში განთავსდება ძალის აღსადგენი ადგილები. სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომი იქნება მარშრუტსა და START-FINISH-თან. შაბათს, საღამოს ექვსი საათიდან ეტაპოპრივად გადაიკეტება ყველა ის ქუჩა, სადაც ნახევარმარათონის სარბენი მარშრუტი გადის.

ნახევარმარათონის გამარჯვებულებს სოლიდური ჯილდო ელით. პირველ ადგილზე გამარჯვებულებს 2000-2000 ევრო, მეორე ადგილზე 1500 ევრო, მესამე ადგილზე გასულს კი 1000 ევრო. გარდა ამისა, იქნება სპონსორების მიერ დაწესებული პრიზები.

მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის ღამის ნახევარმარათონი მხარს უჭერს საქველმოქმედო ფონდს „ჩვენ განსხვავებულები ვართ“. მარათონიდან შემოსული თანხების ნაწილი მოხმარდება პროექტს „სარესურსო კლასი“, რომელიც მიზნად ისახავს ექსპერიმენტალური კლასის გახსნას აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის.

ნახევარმარათონი სასტუმრო კოლიზეუმ მარინასთან  ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“-ს კონცერტით დასრულდება. ბათუმის ღამის ნახევარმარათონი ტრადიციული იქნება და ის აჭარაში ყოველწლიურად ჩატარდება. ნახევარმარათონის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია საიტზე batumi-marathon.com.


კალენდარი

<<
<მაისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1830123456
1978910111213
2014151617181920
2121222324252627
2228293031123
2345678910

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები