აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ლვოვიდან აჭარას ჟურალისტებიდა ტუროპერატორები სტუმრობენ

20 აპრილი, 2018

აჭარას ლვოვიდან ჟურნალისტები და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები სტუმრობენ. უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული ქალაქიდან აჭარის ტურისტულ პოტენციალს ლვოვის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ტელეკომპანიების 1st west TV channel და ZIK channel-ის გადამღები ჯუფები, ასევე უკრაინული ავიაკომპანიებისა და ტურისტული სააგენტოების მენეჯმენტი ეცნობა. დღეს, მათ აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და რეგიონში მოგზაურობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდათ, რის შემდეგაც გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან. შეხვედრის შემდეგ საინფორმაციო ტურის მონაწილეები ქალაქისა და მთიანი აჭარის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნობიან.  საინფორმაციო ტური ლვოვიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით განხორციელდა. აჭარაში ვიზიტამდე სტუმრებმა თბილისი და ყაზბეგი დაათვალიერეს. 

აჭარაში და ზოგადად საქართველოში უკრაინელი მოგზაურების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. გასულ წელს, აჭარას 38, 467 უკრაინელი მოგზაური, ხოლო ზოგადად,  საქართველოს 193, 127 უკრაინელი მოგზაური სტუმრობდა, რაც  10.4%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს.  მზარდია ავიამიმოსვლების რიცხვიც უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით. 2017 წელს, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით 4 ავიაკომპანია დაფრინავდა. წელს, პირდაპირი ფრენები უკვე იწყება უშაულოდ ლვოვიდან ბათუმის მიმართულებით. 8 ივნისიდან, ავიამიმოსვლა ლვოვი-ბათუმი ყოველ პარასკევს შესრულდება. 19 ივნისიდან,  კი მას დაემატება მეორე რეისი, რომელიც სამშაბათს შესრულდება. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გასულ წელს ინფო და პრესტურების მეშვეობით აჭარის ტურისტული პოტენციალი 500-მდე უცხოელ ჟურნალისტსა და ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულ ადამიანს გააცნო. 2018 წელს, რეგიონის პოპულარიზაცია 16 სამიზნე ქვეყანაში  გაგრძელდება. 


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები