აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

კირნათის გზის რეაბილიტაცია

12 აპრილი, 2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აჭარისწყალი-კირნათის საავტომობილო გზის კმ0+000-კმ4+235 (4235 მეტრი) მონაკვეთზე მიმდინარე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. სამუშაოებს შ.პ.ს. „ზიმო-7“ აწარმოებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 1 904 585 ლარს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო 82 გრძ. მეტრი ლითონის მილი, 66 გრძ. მეტრი ბეტონის საყრდენი კედელი, 121 გრძ. მეტრი რკინა-ბეტონის კიუვეტი, 30 გრძ. მეტრი გაბიონი, 76 გრძ. მეტრი ბეტონის პარაპეტები და გზაზე არსებულ ხიდზე 144 მ2 ტროტუარი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტობეტონის ორფენიანი საფარის მოწყობა. სამუშაოები 15 ივნისამდე დასრულდება.

კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები