აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

კურორტ გოდერძის განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის ენის შემსწავლელი კურსები იწყება

30 აპრილი, 2018

აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებლად ტრენინგები წელსაც გრძელდება. მაისიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გიდებისთვის მნიშვნელოვან ტრენინგებს იწყებს. ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში რეგიონში მოქმედი 30 დამწყები და მოქმედი გიდი ბათუმის, ქედის ღვინისა და მაჭახელას ტურიტული მარშრუტების მიმართულებით გადამზადდება. თეორიულ-პრაქტიკული კურსი  აჭარის ისტორიის, ეთნოგრაფიის, ექსკუსიათმცოდნეობისა და ჯგუფის ფსიქოლოგიის თეორიულ სწავლებას, ასევე, ტურისტულ მარშრუტებზე პრაქტიკულ საველე გასვლებს, იქ არსებული ღირსშესანიშნაობებისდა ძირითადი სერვისების გაცნობას ითვალისწინებს.

თითოეულ მარშრუტზე ტრენინგების საშუალო ხანგძლივობა ორი კვირაა. ტრენინგებს პროფესიონალი ისტორიკოსები, ეთნოგრაფები და ექსკურსიათმძღოლები ჩაატარებენ. ტრენინგის მონაწილეები უზრუნველყოფილები იქნებიან კურსის თეორიული და პრაქტიკული მასალებით.

გიდებისგან განსხვავებით, წელს პირველად იწყება ინგლისური ენის შემსწავლელი ტრენინგები მაღალმთიან აჭარაში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კურორტ გოდერძისა და სოფელ დანისპარაულში არსებული განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს ინგლისურ ენას საბაზისო დონეზე შეასწავლის. თვენახევრიანი კურსის განმავლობაში მონაწილეები სტუმარ-მასპინძლობისთვის აუცილებელ საკომუნიკაციო ინგლისურს ისწავლიან, რაც სტუმრის მიღებისთვის, გამასპინძლებისა და სერვისების შეთავაზებისთვის აუცილებელ ტერმინოლოგიას მოიცავს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიზანია მთიან აჭარაში არსებულ ტურისტულ მარშრუტებზე ნელ-ნელა გამოსწორდეს ენის ბარიერი, რაც საოჯახო ტურისტულ ბიზნესში ჩართულ ადამიანებსა და მოგზაურებს ერთმანეთთან კომუნიკაციას გაუმარტივებს. კურორტ გოდერძის შემდეგ ტრენინგები იმ მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება, სადაც ტურისტთა ნაკადები მზარდია. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში გასულ წელს 500-მდე ადამიანი გადაამზადა. მათ შორის იყო 100-მდე გიდი მთიანი აჭარისა და ბათუმის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები