აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ბათუმში სპორტული კომპლექსის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს

03 მაისი, 2018

►სპორტული კომპლექსის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს.

►სამუშაო პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე გაეცნენ.

►მთავრობის წარმომადგენლებს პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია შპს "საბა კონსტრაქშენის" დამფუძნებელმა სლავა შერაზადიშვილმა მიაწოდა.

►ამ ეტაპზე ტერიტორიის რკინა-ბეტონით საძირკვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც საძირკვლის შევსების, მონოლითური რკინა-ბეტონის სვეტებისა და ნოლნიშნულამდე კედლების მოწყობის სამუშაოები დაიწყება.

►პროექტის ფარგლებში პარალელურად ტერიტორიის ეზოს და პარკირების ადგილის ფუძის მოწყობა ხორციელდება. სამუშაოებში დღეისათვის 60 ადამიანია დასაქმებული.

►3400 მაყურებელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის სამშენებლო ფართი დაახლოებით 23 000 კვ.მეტრია და იქ სხვადასხვა სპორტული სახეობის სექცია განთავსდება: სპორტული ტანვარჯიშისა და მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი; ბ/რ ჭიდაობის დარბაზი; თავისუფალი ჭიდაობის დარბაზი; სპორტული ცეკვების დარბაზი; ჭადრაკის დარბაზი; ტაეკვონდოს დარბაზი; ქართული საბრძოლო ხელოვნების დარბაზი; უნივერსალური ტრანსფორმირებადი დარბაზი; კრივის დარბაზი. უნივერსალური და სპორტული ტანვარჯიშის დარაბზები დაგეგმარებულია მომიჯნავედ ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში მათი ერთ სივრცედ გაერთიანება იქნება შესაძლებელი.

►გარდა ძირითადი ფუნქციონალური დარბაზებისა თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში ადმინისტრაციული ფართები, საკონფერენციო დარბაზი, სამედიცინო პუნქტი, VIP ზონა და მედიისთვის განკუთვნილი ადგილები, ასევე გასახდელები და სხვა დამხმარე ობიექტები მოეწყობა.

►შენობას ასევე ღია ავტოსადგომი ექნება. კომპლექსი შშმ პირებისთვის იქნება ადაპტირებული.

►მშენებლობის ღირებულება - 61 977 777 ლარი.

►მშენებლობის დასრულება: ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვე (ხელშეკრულება 2018 წლის 8 იანვარს გაფორმდა)

►სპორტული კომპლექსის პროექტს შპს "საბა კონსტრაქშენი" ახორციელებს.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები