აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

რამაზ ბოლქვაძე ყინულის სასახლის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

27 აპრილი, 2018

►ბათუმში ყინულის სასახლის მშენებლობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

►უკვე დასრულებულია საძირკვლის მოწყობა და რკინა-ბეტონის სამუშაოები ხორციელდება, რაც სვეტების მოწყობას და გადახურვას მოიცავს.

►მშენებლობის პროცესში ამ დროისთვის 50 ადამიანია დასაქმებული.

►სამუშაო პროცესს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე პირველ მოადგილესთან დავით მაკარაძესთან ერთად გაეცნო.

►მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მინისტრს საპროექტო ორგანიზაცია BWC-ის ხელმძღვანელმა ასთამურ ჩაზმავამ მიაწოდა.

►ყინულის არენისა და საცურაო აუზის პროექტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს "სტადიონი" ახორციელებს.

►ყინულის არენა სპორტის სასახლის მიმდებარედ შენდება და ჭადრაკის მსოფლიოს ოლიმპიადის მსვლელობისას დამატებით სივრცედ იქნება გამოყენებული

►დახურულ სპორტული კომპლექსში - ყინულის არენაზე ტრიბუნები 1500 ადგილზე განთავსდება.

►ყინულის არენისა და საცურაო აუზის კომპლექსის საორიენტაციო სამშენებლო ფართობი 16 000 კვ. მეტრია, საიდანაც ყინულის არენა - 10500 კვ.მეტრზე, ხოლო საცურაო აუზი 5500 კვ.მეტრზე მოეწყობა.

►ყინულის არენაზე სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებები ჩატარება იქნება შესაძლებელი. კერძოდ, ფიგურული სრიალი - ჰოკეი - ასევე, ციგურებზე მასობრივი სრიალი, კულტურულ-სანახაობრივი და გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და გამოფენები.


კალენდარი

<<
<მაისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1830123456
1978910111213
2014151617181920
2121222324252627
2228293031123
2345678910

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები